წრე განკუთვნილია უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც კინოს სამყაროს გაცნობა სურთ. წრის წევრები ეცნობიან ქართული კინოს ისტორიას, კინოს სპეციფიკასა და ჟანრებს, ქართველ რეჟისორებსა და მსახიობებს.
მოსწავლეები უყურებენ ქართულ ფილმებს, განიხილავენ ნანახს, კამათობენ და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, ეტიუდების სახით აცოცხლებენ ფილმის გმირებს. ეს პროცესი ავითარებს ფანტაზიას, წარმოსახვას, დამოუკიდებელ აზროვნებას, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს.
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლე იღებს თეორიულ ცოდნას კინოს ისტორიის შესახებ და დამოუკიდებლად იაზრებს ფილმის შექმნის საფეხურებს; შეუძლია მოთხრობის, ზღაპრის ან იგავის სცენარად გარდაქმნა; მსჯელობს ფილმის შინაარსზე და ეჩვევა გუნდურ მუშაობას.
კურსის დეტალები