„აფლატუნი” მიზნად ისახავს მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური და ფინანსური კომპეტენციების განვითარებას. პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი, განსაზღვრონ მიზნები, მიიღონ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებები და გახდნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. სწავლება პრაქტიკულ, ინტერაქციულ და კოლაბორაციულ მიდგომას ეფუძნება.
აქტივობები თვითშეგნების პოსტერი — საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება; ბიუჯეტის გამოწვევა — პირადი ან ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვა და პრეზენტაცია; სოციალური საწარმოს იდეების გენერირება; ფულის მოძრაობის თამაში; როლური თამაშები მომხმარებლის პასუხისმგებლობებზე; დებატები ფინანსურ თემებზე.
მოსალოდნელი შედეგები თვითშეფასებისა და თვითრეგულაციის უნარის განვითარება; ფინანსური რისკების ამოცნობა და მათზე სწორად რეაგირება; ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პრაქტიკული ცოდნა; სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება; გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება.
კურსის დეტალები