logo
პროგრამირება

პროგრამირების წრე განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომლებსაც თანამედროვე ვებტექნოლოგიების დაუფლება სურთ. საწრეო მუშაობა პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული: თეორიული მასალა მყარდება რეალური პროექტებით - პორტფოლიოს, ბლოგისა და ინტერაქციული ვებგვერდების შექმნით.

აქტივობები პრაქტიკული სამუშაოები, შემოქმედებითი დავალებები, ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები, პრეზენტაციები, თვითსწავლება, მუშაობა დამატებით რესურსებთან.

მოსალოდნელი შედეგები კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს აქვს პრაქტიკული უნარები, რომ დამოუკიდებლად ააგოს სრულფასოვანი, თანამედროვე სტანდარტების ვებსაიტი; აქვს საკუთარი პროექტების პორტფოლიო და შეუძლია ნამუშევრის ეფექტური პრეზენტაცია.

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 2 საათი
ხელმისაწვდომი დონეები V–XII კლასი
პერიოდი კვირაში 1 დღე
ფასი 80 ლარი
რეგისტრაცია