logo
მათემატიკის კუთხე საოლიმპიადო

საოლიმპიადო წრე გათვლილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც მათემატიკური ოლიმპიადებით არიან დაინტერესებული და მათემატიკას გაძლიერებულად სწავლობენ. მეცადინეობებზე მოსწავლეები არჩევენ ლოგიკურ ამოცანებსა და თავსატეხებს და სწავლობენ ოლიმპიადისთვის შესაბამისი რთული ამოცანების ამოხსნას.

აქტივობები პრაქტიკული, პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების განხილვა, ჯგუფური და წყვილებში მუშაობა, ლოგიკური თავსატეხების გადაჭრა, დისკუსია და მათემატიკური შეჯიბრი.

მოსალოდნელი შედეგები სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა მათემატიკურ ოლიმპიადაში თავდაჯერებულად მონაწილეობა; გაუმჯობესებული აქვს ცოდნა და აქვს რთული ამოცანების ამოხსნის გამოცდილება.

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1 საათი
ხელმისაწვდომი დონეები III–IX კლასი
პერიოდი კვირაში 1 დღე
ფასი უფასო
რეგისტრაცია