ფრანგული ენის წრეში გაერთიანებული არიან III–XII კლასის მოსწავლეები. მუშაობს დამწყები, საშუალო და მაღალი საფეხურის ჯგუფები.
მოსწავლეები ემზადებიან A1, A2, B1 და B2 დონის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის და იღებენ რეკომენდაციას საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობისთვის. სახელმძღვანელოებისა და მეთოდების შერჩევა ფრანგულ ინსტიტუტთან შეთანხმებით ხდება — მეცადინეობებზე უახლესი მასალა გამოიყენება: ტესტები, აუდიო და ვიდეო რესურსები.
აქტივობები აუდიო-ვიზუალური მასალა, ტესტები, ლექსიკურ მასალაზე მუშაობა, ფილმების ჩვენება და განხილვა, პრეზენტაციები. წლის ბოლოს ტარდება მთარგმნელთა კონკურსი და თემატური კონფერენცია „უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულენი”.
რას ისწავლი: უცხო ენაზე კომუნიკაციას: მოსმენილი მასალის გაგებას, დებატებში ჩართვას და ყოველდღიურ თემებზე გამართულად საუბარს; განივითარებს კრიტიკულ, ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიმართულების კოორდინატორს - 599 707 956 (ირმა ცირეკიძე)
დეტალები:
|
ჯგუფური წრე |
|
|
ხანგრძლივობა |
1 საათი |
|
ხელმისაწვდომი დონეები |
III–XII კლასი |
|
პერიოდი |
კვირაში 1 დღე |
|
ფასი |
თვეში 60 ლარი |
|
სააბიტურიენტო ჯგუფი / ინდივიდუალური / ზრდასრულთა მცირე ჯგუფი |
|
|
ხანგრძლივობა |
1 ან 2 საათი |
|
ხელმისაწვდომი დონეები |
აბიტურიენტები, ზრდასრულები, ინდივიდუალური |
|
პერიოდი |
კვირაში 2 დღე (1 სთ) ან 1 დღე (2 სთ) |
|
ფასი |
თვეში 150 ლარი |
|
წინასწარი გასაუბრება/ტესტირება |
კი |
კურსის დეტალები