logo
ვოკალური ჯგუფები

ვოკალური ჯგუფი (პედ. ნინო დოლიძე)

სწავლის პროცესში მიმდინარეობს ვოკალური სავარჯიშოები და გამღერებები; ისწავლება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საესტრადო სიმღერები. ჯგუფის მიზანია კულტურული და გემოვნებიანი მომღერლის ან მსმენელის ჩამოყალიბება. მოსწავლეები მონაწილეობენ ღია გაკვეთილებში, კონცერტებსა და ღონისძიებებში.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 5-დან 18 წლამდე
  • საფასური: თვეში 100 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი
  • პედაგოგი: ნინო დოლიძე

ვოკალური ჯგუფი პატარებისთვის (პედ. ნინო ომიაძე)

სწავლა სახალისო სავარჯიშოებით მიმდინარეობს; ისწავლება მრავალფეროვანი საბავშვო რეპერტუარი. ჯგუფის მიზანია სწორი ვოკალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და კონცერტებსა და მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობა.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 4-დან 8 წლის ჩათვლით
  • საფასური: თვეში 100 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე; 4–5 წლისთვის — 45 წუთი, 6–8 წლისთვის — 1 საათი
  • პედაგოგი: ნინო ომიაძე

ვოკალური ჯგუფი (პედ. მანანა ბალამწარაშვილი)

ჯგუფის მიზანია ჯანსაღი ვოკალური მონაცემების განვითარება, ასევე კონცერტებში, საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობა.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 5-დან 18 წლამდე; ასევე 18 წლიდან ზევით
  • საფასური: თვეში 80 ლარი; ზრდასრული/ინდივიდუალური — 200 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი
  • პედაგოგი: მანანა ბალამწარაშვილი

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-18 წელი
სიხშირე კვირაში ორჯერ
ფასი 100-200
რეგისტრაცია