logo
ქართული ენა და ლიტერატურა

წრეზე მოსწავლეები ეცნობიან ქართული ლიტერატურის ცნობილ ნიმუშებს, ასაკის შესაბამისად, ეუფლებიან ქართული ენის გრამატიკის კატეგორიებს და იუმჯობესებენ მართლწერისა და მართლმეტყველების კულტურას. სწავლება მიმდინარეობს კლასების მიხედვით დაკომპლექტებულ ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურ და სააბიტურიენტო ფორმატში.

 

IV–VI კლასი

მოსწავლეები ეცნობიან ქართული ლიტერატურის ნიმუშებს, ეუფლებიან გრამატიკის კატეგორიებს და ერთვებიან საინტერესო ღონისძიებებსა და მიზნობრივ ექსკურსიებში. აქტივობები: თანამშრომლობითი მეთოდი, როლური თამაშები, დისკუსია, დებატები, ინტერაქციული და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლება.

  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2-ჯერ, 1 საათი

VII–IX კლასი

მოსწავლეები სტაბილურად ეცნობიან ქართულ მხატვრულ და პუბლიცისტურ ლიტერატურას, აანალიზებენ თანამედროვე უცხოელი ავტორების ნაწარმოებებს, ხვეწენ წერისა და მეტყველების კულტურას და ქმნიან თავისუფალი ფორმის ნარკვევებს. გრამატიკული კატეგორიების ცოდნა მათ ტექსტების რედაქტირებაშიც ეხმარება. აქტივობები: ჯგუფური, წყვილებში და ინდივიდუალური მუშაობა, პროექტი, პრეზენტაცია, დისპუტი, დისკუსია.

  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2-ჯერ, 1 საათი

X–XI კლასი

საწრეო მუშაობა უფროსკლასელებს ეხმარება ტექსტის სწორ აღქმასა და გაანალიზებაში, თავისუფალი ფორმის ნარკვევების შექმნაში — ასევე ყველა იმ გრამატიკული კატეგორიის შესწავლა-გამეორებაში, რომელიც აუცილებელია სწორი მეტყველებისა და კულტურული წერისთვის. აქტივობები: პროექტი, პრეზენტაცია, დისკუსია, შემოქმედებითი წერა.

  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2-ჯერ, 1 საათი

ინდივიდუალური სწავლება

ინდივიდუალური მეცადინეობები — მორგებული კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებზე.

  • ასაკი: შეზღუდული არ არის
  • საფასური: თვეში 150 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2-ჯერ, 1,5 საათი

სააბიტურიენტო კურსი

კურსი ეხმარება მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში: ტექსტის ანალიზი, წერითი უნარები და გრამატიკის საკვანძო საკითხები.

  • ასაკი: შეზღუდული არ არის
  • საფასური: თვეში 150 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 1-11 კლასი
პერიოდი კვირაში 2 დღე
ფასი უფასო
რეგისტრაცია