გურამ თიკანაძის სახელობის ფოტოსტუდია თავისუფალი სივრცეა შემოქმედებითი განვითარებისა და წარმატებისთვის. აქ მოზარდები სწავლობენ ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრს, ეცნობიან ფოტოხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ეტაპებს, ხვდებიან საინტერესო ადამიანებს და მონაწილეობენ დისკუსიებში, კონკურსებსა და მასტერკლასებში.
დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწავლის პროცესში პრაქტიკას დიდი ადგილი უჭირავს: მოზარდები ეუფლებიან კომპოზიციის სწორად აგებას, მხატვრული განათების მიზნობრივ გამოყენებას, ფოტოკამერების ფუნქციონალურ მახასიათებლებსა და ფერის აქცენტებს.
მოსალოდნელი შედეგები კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შექმნან მხატვრული და სტუდიური ფოტონამუშევრები. მუდმივი პრაქტიკა, გამოფენები და მასტერკლასები მათ უყალიბებს შემოქმედებით ხედვას, გემოვნებას, პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს — ზოგიერთს კი საკუთარ სტილსაც.
კურსის დეტალები