დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიმართულების კოორდინატორს -
551 267 161 (თამარ ცირეკიძე)
წრეში მოსწავლეები სწავლობენ გამართულ მეტყველებას: იწესრიგებენ სამეტყველო აპარატს, ასწორებენ პრობლემურ ბგერებს, ეუფლებიან ტექსტის სწორ გააზრებას, საჯარო გამოსვლების კულტურას, მხატვრულ კითხვასა და სასცენო მეტყველებას.
სწავლების პროცესი მოიცავს სამეტყველო აპარატის სავარჯიშოებს, ბგერით სავარჯიშოებს, ენის გასატეხებს და ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული ნაწარმოებების გაცნობას.
აქტივობები გაკვეთილებზე დასწრება და აქტიური მონაწილეობა, დავალებების შესრულება, ინდივიდუალურ, ჯგუფურ და წყვილურ სამუშაოებში ჩართვა, ჯგუფის საბოლოო ღონისძიებაში მონაწილეობა.
რას ისწავლი: მეტყველების სავარჯიშოების დამოუკიდებლად შესრულებას, ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვას, გარჩევას და მათი თემისა და იდეის წვდომას; მოემზადება სასცენო და საჯარო გამოსვლისთვის, გაიუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს და განივითარებს კრიტიკულ, ლოგიკურ, შემოქმედებით და დამოუკიდებელ აზროვნებას.
დეტალები:
|
ხანგრძლივობა |
50 წუთიდან 1 საათამდე (ან 2 საათი, კვირაში 1 დღე) |
|
ხელმისაწვდომი დონეები |
5–17 წელი (ჩათვლით) |
|
პერიოდი |
კვირაში 2 დღე (1 სთ) ან 1 დღე (2 სთ) |
|
ფასი |
მეტყველების წრე — თვეში 70 ლარი; მცირე ჯგუფი — 150 ლარი; ზრდასრულთა ჯგუფი — 150 ლარი |
|
წინასწარი გასაუბრება |
კი |
კურსის დეტალები