სტუდიაში მოსწავლეები ეუფლებიან მსახიობის ოსტატობის საფუძვლებს ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად. სწავლება მოიცავს მეტყველების კულტურის განვითარებას, ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებასა და სპექტაკლის დადგმას; ენის გასატეხებს, მეტყველების სავარჯიშოებს, პრობლემური ბგერების გამოსწორებას, პიესის დამოუკიდებლად კითხვას, სასცენო ეტიუდების მომზადებას, სასცენო ყურადღებისა და პლასტიკის დახვეწას.
აქტივობები რეპეტიციებზე დასწრება და აქტიური მონაწილეობა, დავალებების შესრულება, ინდივიდუალურ, ჯგუფურ და წყვილურ სამუშაოებში ჩართვა, ჯგუფის საბოლოო სპექტაკლში მონაწილეობა.
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეს შეუძლია გამართული და სწორი მეტყველება, ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა და გარჩევა ქართულად და ინგლისურად; აქვს სცენური უნარ-ჩვევები: სივრცეში ორიენტირება, საკუთარი სხეულის, ემოციებისა და გრძნობების ფლობა, ტექსტის ადვილად დამახსოვრება და გააზრებულად წარმოთქმა, პარტნიორის შეგრძნება და მასთან დიალოგის აგება, გუნდური მუშაობა და იმპროვიზაცია.
კურსის დეტალები