სტუდია „პიონერფილმში” მოსწავლეები კინოწარმოების სრულ ციკლს ეცნობიან:
სცენარი - სიუჟეტის მოფიქრება, ამბის სიუჟეტად გარდაქმნა, კონფლიქტების შექმნა და განვითარება.
რეჟისურა - სცენარზე მუშაობა, გადასაღები ადგილების შერჩევა, სასცენარო გეგმის მიხედვით მსახიობთან მუშაობა, გადაღებული მასალის მონტაჟი და მუსიკის შერჩევა.
საოპერატორო ხელოვნება - ოპერატორი რეჟისორთან ერთად მუშაობს სასცენარო გეგმასა და ადგილების შერჩევაზე, მონაწილეობს ფილმის მონტაჟში.
სტუდიის წევრები სწავლობენ კამერასთან მუშაობას, კადრირებას, პანორამებს, კომპოზიციასა და კამერის მოძრაობას; ეუფლებიან საპროექციო ტექნიკასა და გახმოვანებას. მონაწილეობენ სასახლისა და სტუდიის ღონისძიებებში.
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები იცნობენ კინოს ისტორიას, ფლობენ კამერასთან და თანამედროვე კინოტექნიკასთან მუშაობის უნარებს, შეუძლიათ სცენარის ანალიზი და ფილმის მხატვრული ღირებულების შეფასება. განვითარებული აქვთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
კურსის დეტალები