logo
თეატრალური სტუდია არლეკინი

სტუდია „არლეკინში” მოსწავლეები ეუფლებიან თეატრალური ხელოვნების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს: სასცენო მოძრაობის ტექნიკას, სხეულით გამოხატვას, სასცენო სივრცის გააზრებას, როლის შექმნასა და პერსონაჟის ანალიზს. სწავლება ავითარებს შემოქმედებით და ასოციაციურ აზროვნებას, იმპროვიზაციის უნარს, ესთეტიკურ გემოვნებასა და ჯგუფური მუშაობის კულტურას.

აქტივობები მოთხრობებისა და ზღაპრების წაკითხვა და გათამაშება, სიმღერები და რიტმული სავარჯიშოები, ეტიუდების გათამაშება, თეატრში სიარული და დისკუსია, იმიტაციური თამაშები, სიმღერა-მოძრაობის სინთეზი, პლასტიკური ეტიუდები.

მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეს აქვს თეატრის ისტორიისა და თეორიის საფუძვლების ცოდნა; ფლობს სასცენო მოძრაობის ტექნიკას და სხეულით ემოციების გამოხატვას; შეუძლია როლის ანალიზი და პერსონაჟის შექმნა; მონაწილეობს სპექტაკლის შექმნის სრულ პროცესში — იდეის გენერირებიდან დადგმამდე; ფლობს იმპროვიზაციისა და სწრაფი რეაგირების უნარს.

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 2 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-17 წელი
პერიოდი კვირაში 2 დღე
ფასი 150 ლარი
რეგისტრაცია